მოსწავლეები და მასწავლებლები, გაცდენის შემდეგ, სკოლაში კოვიდტესტის გარეშე ვერ დაბრუნდებიან
16-02-2021

სანამ საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდებოდა, განათლების სამინისტრომ სკოლებს ახალი პროტოკოლი გადაუგზავნა, რომელსაც სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი უნდა დაემორჩილოს.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი ის გახლავთ, რომ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მშობელმა მოსწავლე სკოლაში არავითარ შემთვევაში არ უნდა გაუშვას; იგივე წესი ვრცელდება პედაგოგებსა და სკოლაში დასაქმებულ ნებისმიერ პირზე.

ეს რეგულაცია აქამდეც არსებობდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ სიმპტომების არსებობის შემდეგ, მოსწავლეც და მასწავლებელიც ვალდებულია კოვიდზე ტესტი ჩააბაროს. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესვლისა და გაკვეთილებზე დასწრების უფლება:

„დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) პირების (მასწავლებლების, თანამშრომლებისა და მოსწავლეების) დაშვება დაწესებულების შენობაში;

სკოლაში ცხელების, რესპირატორული სიმპტომების დაფიქსირების ყველა შემთხვევის შემდგომ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სასწავლო დაწესებულებაში დაშვება ხდება ტესტირების დასკვნის საფუძველზე (COVID-19 -ით ინფიცირების არარსებობის შემთხვევაში)“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203