ყარაჯალის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ, სევდა ბაირამოვამ სასკოლო კონკურსში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია
16-02-2021
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ, სევდა ბაირამოვამ სასკოლო კონკურსში - „მიულოცე მეფეს" მიიღო მონაწილეობა.
სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლემ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და სიგელითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა.
სასკოლო კონკურსი - "მიულოცე მეფეს" მეფე ერეკლეს 300 წლის იუბილეს ეძღვნება და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცინიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს.