„რუკებისა და სანავიგაციო სისტემების როლი ტურიზმში“ - საინტერესო გაკვეთილი სენაკის N1 სკოლაში
07-11-2017
სენაკის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა გაკვეთილი, რომლის თემაც იყო „რუკებისა და სანავიგაციო სისტემების როლი ტურიზმში.“
მასწავლებელმა მამუკა კუჭავამ, პრეზენტაციის მეშვეობით, მოსწავლეებს ტურისტული პროდუქტის შესაქმნელად რუკებისა და სანავიგაციო სისტემების მნიშვნელობა გააცნო.
1. მასწვლებლის მიერ მიცემული ინსტრუქციის შემდეგ მოსწავლეებმა გადმოწერეს GPS სისტემის აპლიკაცია (მობილურში ან პლანშეტში);
2. მასწავლებელმა მოსწავლეები დაყო მცირე ჯგუფებად და მისცა დავალება - სკოლის ეზოში ან მის მიმდებარე მცირე ტერიტორიაზე ქვეითად უნდა გაევლოთ რაიმე მარშრუტი ჩართული GPS სისტემით და შემდეგ პრაქტიკულად გამოეცადათ ის;
3. მოსწავლეებმა წარადგინეს დავალების შესრულების პროცესის დასკვნები და შედეგები;
4. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა და მასწავლებელმა კომპიუტერში გადაიტანეს შეგროვებული მონაცემები.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ რუკებისა და სანავიგაციო სისტემების როლს და GPS სისტემა პრაქტიკულად გამოეცადათ. იხილეთ ფოტოები:
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს