აფხაზეთის N2 სკოლას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი ესტუმრა 
16-02-2021
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე სტუმრობდნენ.

სკოლის ინფორმაციით, ხოფერია და ლობჟანიძე სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდნენ, რის შემდეგაც სკოლა დაათვალიერეს.

„მინისტრმა დირექციისგან დეტალურად მოისმინა მიმდინარე სამოქმედო გეგმები, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე საგანმანათლებლო/შემოქმედებითი მიმართულებით. დაიგეგმა მრავალი საგანმანათლებლო აქტივობა, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან.

მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა სკოლის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის გამო“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლამ 15 სექტემბერს სასწავლო პროცესი covid-19-თან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით განაახლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203