
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში გმირობის თემაზე თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მე-5ბ კლასში (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - სალომე ქობალია, კლასის ხელმძღვანელი - თ. ივანეიშვილი) საგაკვეთილო თემაზე „დათუნა გოცირიძე“, მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წარმოადგინეს ნამუშევრები: წერილობითი სახით, ზეპირი მეტყველებითა და ხატვის ნიმუშებით.
„დაადგინეს, რომ „გმირებად არ იბადებიან, გმირები ხდებიან“... შესაბამისად, სურთ რომ გახდნენ გმირები და ჩაიდინონ „საქმენი საგმირონია“...“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: