დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლა ბიბლიოთეკას მოსწავლეების მიერ შექმნილი ლექსების, მოთხრობებისა და ესეების კრებულებით გაამდიდრებს
16-02-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში ახალი პროექტი - „ჩემი პანდემიური ჩანახატი“ ხორციელდება. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ამავე სახელწოდების წიგნს ქმნიან.

სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით, ამიერიდან სკოლის ბიბლიოთეკას გაამდიდრებენ არა მხოლოდ ცნობილი პოეტებისა და მწერლების წიგნებით, არამედ აღსაზრდელების მიერ შექმნილი ლექსების, მოთხრობების, ესეების კრებულებით. 

„მახინჯაურის საჯარო სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან სკოლის ბიბლიოთეკას გაამდიდრებს არა მხოლოდ ცნობილი პოეტებისა და მწერლების წიგნებით, არამედ აღსაზრდელების მიერ შექმნილი ლექსების, მოთხრობების, ესეების კრებულებით, რომელსაც თვითონ დავაკაბადონებთ.

პანდემიის შემდგომ სასკოლო სივრცეში დაბრუნებასთან დაკავშირებით პირველი წიგნი იქნება - „ჩემი პანდემიური ჩანახატი“.

მოსწავლეებმა აღწერეს პანდემიის დროს განცდილი ემოციები, მიღებული შთაბეჭდილებები, გააკეთეს შეფასებები და დასკვნები.
წიგნი აიკინძება არა ბეჭდური, არამედ ხელნაწერების სახით.

მოსწავლეები: ანა სურმანიძე, ლიზი სირაბიძე, დეა დარახველიძე, სალომე ბედინეიშვილი, ნატა დარახველიძე, ლიზი ვასაძე.
პედაგოგები: ეთერ კაკალაძე, ირმა ხინთიბიძე, ნანა გოგია“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203