კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლემ, ანასტასია ასათიანმა ესეების კონკურსში გაიმარჯვა
16-02-2021

თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ XI კლასის მოსწავლე ანასტასია ასათიანი „საბაუნის მოსწავლეთა აკადემიის“ ესეების კონკურსის გამარჯვებული გახდა.

მის მიერ წარდგენილი თემა - „ონლაინ სწავლებისას აღმოჩენილი შესაძლებლობები“ 5 საუკეთესო ნაშრომს შორის დასახელდა.

სკოლა „ჰელიოსი“ მოსწავლეს გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავთ ანასტასიას მიღწეულ წარმატებას. მისი წინსვლა ყველასთვის სასიხარულო და სანიმუშოა“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

გთავაზობთ ესეების კონკურსის „ონლაინ სწავლებისას აღმოჩენილი შესაძლებლობების“ ერთ-ერთი გამარჯვებული, ანასტასია ასათიანის ნაშრომიდან მცირე ამონარიდს:

„სოციალური ქსელების მეშვეობით შეიქმნა უამრავი პლატფორმა, რომელიც უიმედო ადამიანებს იმედს აძლევდა. ერთ ჯგუფში გაერთიანებული ადამიანები ერთმანეთს ამხნევებდნენ და საუკეთესო მომავლის იმედს აძლევდნენ. მე კი, იმედს მაძლევდა ის თანადგომა და სიყვარული, რაც ჩემს გარშემო დავინახე და გამახსენდა ეპიზოდი ჩემი საყვარელი წიგნიდან-"წიგნის ქურდი". გერმანიის დაბომბვისას, სახლის სარდაფში შეყუჟულ, შიშით გაფითრებულ და გულწასულ მეზობლებს პატარა ლიზელი წიგნს ხმამაღლა უკითხავდა და ირგვლივ ყველას იმედს აძლევდა, იმედს იმისა, რომ იქედან თავს დააღწევდნენ! ამის იმედი მეც მაქვს! ვიცი, რომ მონატრებულზე ჩახუტება ყველაზე ტკბილია და ჩვენს თავებში აღმოჩენილი ახალი ფერები და შესაძლებლობები უფრო საინტერესოს გახდის ურთიერთობებს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203