მე-7, მე-8, მე-9 და დაწყებითი საფეხურის რამდენიმე საგნის სახელმძღვანელოების გრიფირების შესახებ emis ინფორმაციას ავრცელებს
15-02-2021

15 თებერვალს გრიფირებით დაინტერესებული პირებისთვის ელექტრონული სისტემის მოხმარების საკითხზე სემინარი ჩატარდება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

15 თებერვალს, 18:00 საათზე საბაზო საფეხურის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის, ასევე დაწყებითი საფეხურის რამდენიმე საგნის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებით დაინტერესებულ პირებისთვის (ავტორებისთვის) ჩატარდება ონლაინ სემინარი (იხ. ლინკი).

„შეხვედრის მონაწილეები განაცხადის გაკეთებისთვის გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მოხმარებას გაეცნობიან.

განაცხადების მიღება ელექტრონულად grifireba.emis.ge-ზე იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ფორმით რეგისტრაციის მიზანია, სახელმძღვანელოების გრიფირების მართვის ელექტრონიზაცია და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის დახვეწის პროცესში გაზიარებულ იქნა პოტენციურ ავტორთა მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები და წინადადებები.

შეხვედრას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრებიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203