
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ ანი მჭედლიშვილმა ესეების კონკურსში წარმატება მოიპოვა.
მოსწავლეს კონკურში წარმატებით მონაწილეობისთვის დიპლომი გადაეცა.
სკოლა ანის და მის დამრიგებელს, ისტორიკოს თამარ კენკაძეს ამ წარმატებას ულოცავს.
„კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც მეფე ერეკლეს 300 წლისთავს მიეძღვნა, წარმატებას მიაღწია ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ანი მჭედლიშვილმა ანის შესაძლებლობები და მაღალი შემოქმედებითი უნარები დააფასა ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა და სკოლაში გამოუგზავნა მას საჩუქრები.
ვულოცავთ ანის და მის დამრიგებელს, ისტორიკოს თამარ კენკაძეს ამ წარმატებას და ვუსურვებთ ხშირად გაგვანებივრონ სიამაყის სიხარულით“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: