„პოეტი პროზაში, პროზაიკოსი პოეზიაში“-დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში ბორის პასტერნაკის დაბადებიდან 121 წლისთავს ღონისძიება მიუძღვნეს
15-02-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში ბორის პასტერნაკის დაბადებიდან 121 წლისთავი აღნიშნეს. 

მე-10 კლასის მოსწავლეებმა და რუსული ენის პედაგოგებმა - რუსუდან კონცელიძემ და მეგი სეიდიშვილმა პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ბორის პასტერნაკის მიერ რუსულად ნათარგმნი ქართველი პოეტების ლექსები.

„პოეტი პროზაში, პროზაიკოსი პოეზიაში...

დღეს, ბორის პასტერნაკის დაბადებიდან 121 წელი გავიდა... პოეტისა, რომელიც განსაკუთრებულად იყო დაკავშირებული საქართველოსთან.

ამ დღესთან დაკავშირებით მახინჯაურის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა და რუსული ენის პედაგოგებმა (რუსუდან კონცელიძე, მეგი სეიდიშვილი) პოეტის შემოქმედებაზე, მისი თანამედროვე ქართველი მწერლების ურთიერთობასა და საქართველოში სხვადასხვა დროს მოგზაურობის საინტერესო ფაქტებზე ისაუბრეს.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ბორის პასტერნაკის მიერ რუსულად ნათარგმნი ქართველი პოეტების ლექსები...

ბორის პასტერნაკის პოეზია და პროზა განსაკუთრებული მოვლენაა XX საუკუნის მსოფლიო ლიტერატურაში.

მან ჯერ კიდევ 30-იანი წლების დასაწყისში, შემდეგ კი დევნის პერიოდში, 1959 წელს, მეორე სამშობლო ჰპოვა ჩვენს ქვეყანაში. იგი, საქართველოსთან და ქართველ პოეტებთან ურთიერთობით, შეიძლება ითქვას, მეორეჯერ დაიბადა (პირველი ვიზიტის შემდეგ გამოცემულ მის პოეტურ კრებულს ასეც ერქვა – „მეორე დაბადება“)...“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203