
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები საერთაშორისო პროექტში მონაწილეობენ.
პროექტის ფარგლებში სკოლის წარმომადგენლები ბრაზილიელ პარტნიორებს შეხვდნენ. მონაწილეებმა ონლაინ შეხვედრაზე ერთმანეთს გააცნეს საკუთარი ქვეყანა, ქალაქი თუ სკოლა.
„დღეს შედგა პირველი შეხვედრა ჩვენს ბრაზილიელ პარტნიორებთან. მოსწავლეებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარი ქვეყანა, კუთხე, ქალაქი და სკოლა. შეხვედრა გრძელდებოდა დაახლოებით 2 საათი. შეხვედრის მონაწილეები უსვამდნენ ერთმანეთს შეკითხვებს, დისკუსია წარიმართა საინტერესოდ. მადლობა შეხვედრის 51 მონაწილეს, წარმატებები პროექტს!“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები