
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაში მეორეკლასელი ანამარია ხარაიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა.
კლასში ხატვის კონკურსი მოეწყო, რომელის ფარგლებშიც ანამარიამ შთამბეჭდავი ნამუშევრები შექმნა. მისი ნიჭით აღფრთოვანებულმა მისი კლასის დამრიგებელმა, მერი არევაძემ მოსწავლის ნამუშევრების გამოფენა მოაწყო.
„სკოლის სახელით ანამარიას ვუსურვებთ წარმატებებს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო