ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართველი პოეტების ლექსებს დიდი ენთუზიაზმით სწავლობენ
15-02-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ ენას დიდი ენთუზიაზმით სწავლობენ. საგნის მასწავლებელი ჯული ველელი-შირინიანი მათ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობს და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდის. 

„ზამთრის არდადეგების შემდეგ, მიუხედავად პანდემიისა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის არაქართულენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სკოლის საქმიანობაში.

ქართული ენის მასწავლებელ ჯული ველელი-შირინიანთან ერთად აკეთებენ კედლის გაზეთს - დედამიწა ჩვენი სახლია - დავიცვათ გარემო - როგორ დავიცვათ ერთმანეთი ვირუსის დროს.

მოსწავლეები ენთუზიაზმით სწავლობენ ქართველი პოეტების ლექსებს. უყვართ ქართული ენა და იციან ქართული ენის ცოდნა მათი მომავლის წარმატების საწინდარია“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203