„სრულად ვიცავთ რეგულაციებს“ - თბილისის N94 სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა
15-02-2021
ჯამბულ წურწუმიას სახელობის თბილისის N94 საჯარო სკოლაში დღეს, 15 თებერვალს სასწავლო პროცესი განახლდა.

სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულება მოსწავლეებს მომზადებული შეხვდა.

მათივე ცნობით, კორონავირუსის პანდემიის პრევენციის ფარგლებში, სკოლის 120 თანამშრომელს covid-19-ზე ტესტირება ჩაუტარდა და ვირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

„სრულად ვიცავთ რეგულაციებს და ველით ჩვენს მოსწავლეებს დიდი სიყვარულითა და სიხარულით“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203