„სანუკვარი ოცნება“ - იხტილის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა
15-02-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „სანუკვარი ოცნება“ ნახატები შექმნეს. შემდეგ კი, აღნიშნული ნახატებით პლაკატი გააკეთეს.
გაკვეთილი იხტილის საჯარო სკოლის მასწავლებლის, მელანია ამირშადიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა.