უსაფრთხოა თუ არა პირბადის ტარება მოსწავლეებისთვის - „სკოლებს განათლების სამინისტრო ამარაგებს“
15-02-2021

ახალი პროტოკოლით, სკოლის შენობაში, მოსწავლეებისთვის V კლასიდან ზევით, პირბადეების ტარება სავალდებულოა, მათ შორის საკლასო ოთახებიც. თუმცა ამ რეგულაციას მშობლების მხრიდან გარკვეული უკმაყოფილება მოჰყვა, პათოსით - პირბადის ტარება დახურულ სივრცეში ბავშვის ჯანმრთელობისთვის შესაძლოა საზიანო იყოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ არაერთი კვლევა არსებობს და პირბადის ტარება ბავშვებისთვის 6 წლიდან უსაფრთხოა:

„მოგეხსენებათ, პირბადე მანდატურული გახდა ბავშვებისთვის მეხუთე კლასიდან ზემოთ; დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის კი ნებაყოფლობითია. არსებობს ბევრი კვლევა, მათ შორის „სიდისის“ კვლევა, რომლის გაიდლაინშიც 6 წლიდან ბავშვებისთვის დასაშვებია პირბადის ტარება და ის არავითარ უარყოფით გავლენას ბავშვის ჯანმრთელობაზე არ ახდენს; თუმცა არის გარკვეული დაავადების ჩამონათვალი, სადაც ექიმის დანიშნულებით ბავშვი არ ატარებს პირბადეს“.

რაც შეეხება სამედიცინო ნიღბებით სკოლების მომარაგების საკითხს, ამის შესახებ, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროს აქვს თავისი რეზერვი და სკოლები პირბადეებით მარაგდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203