აჭყვას საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბის დისტანციური შეხვედრა გოდერძი ჩოხელის შემოქმედების გაცნობას დაეთმო
15-02-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში, საბაზო საფეხურზე, მკითხველთა კლუბი ჩამოყალიბდა.
მკითხველთა კლუბში, რომელმაც ფუნქციონირება მეორე სემესტრიდან დაიწყო, მოსწავლეები ყოველ შეხვედრაზე ერთი მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეცნობიან და განიხილავენ.
მოსწავლეები ასევე მსჯელობენ ფილმებზე და მათ შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ კლუბში წარმოებულ დღიურში წერენ.
შეხვედრა ყოველ სამშაბათს, დისტანციურ რეჟიმში იმართება.
სკოლის ინფორმაციით, კლუბი, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იზა ვაჩეიშვილი ხელმძღვანელობს, გოდერძი ჩოხელის მოღვაწეობისა და მოთხრობების გაცნობით გაიხსნა.
ასევე გაიმართა ფილმის „ლუკას სახარება“ ჩვენება, რის შემდეგაც, მოსწავლეებმა წაკითხული მოთხრობებისა და ფილმის შესახებ ემოციები ერთმანეთს გაიზიარეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს