
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა ნათია თურნავამ სკოლების გახსნაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა.
თურნავას თქმით, შეზღუდვების მოხსნის შემდგომ ეტაპისთვის, მთავრობას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.
„დაახლოებით ერთი კვირა, ათი დღე დაგვჭირდება იმის დასანახად თუ რა შედეგი მოგვცა ისეთი დიდი მობილობის მქონე სფეროების გახსნამ, როგორიც არის საქალაქო ტრანსპორტი და სკოლები. თქვენ დღეს ყველანი შეამჩნევდით ტრაფიკს, მოძრაობას, რამდენად ინტენსიური გახდა. გამომდინარე იქიდან, რომ გავხსენით სკოლები. ეს არის საკმაოდ გაბედული ნაბიჯი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.