ბათუმის N2 სკოლაში პირველკლასელთა ემოციები დიდხანს ემახსოვრებათ - სკოლამ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, რეგულაციების დაცვით, განაახლა
15-02-2021

ბათუმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მერხებს დაუბრუნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ახალი წესებისა და რეგულაციების დაცვა მოუწევთ, საკლასო ოთახებში დაბრუნება ახარებს ყველას.

სკოლაში წასვლამ განსაკუთრებით გააბედნიერა პირველკლასელები. ბავშვებისაგან წამოსული ემოცია ეკრანს მიღმა, რომ არ დარჩება აბედნიერებთ მასწავლებლებსაც.

პირველკლასელებს სკოლაში წასვლით გამოწვეული ემოციები დიდხანს ემახსოვრებათ.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის N2 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას მომზადებული შეხვდა. სკოლა უზრუნველყოფილია, სადეზინფექციო საშუალებებით, დეზობარიერით, თერმოსკრინინგის აპარატითა და პიბადეებით.

სკოლა რეგულაციებს ზედმიწევნით იცავს და მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე გამუდმებით ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203