„სწავლა-სწავლების პროცესში სრულად იქნება დაცული რეკომენდაციები“- ქუთაისის N21 სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა
15-02-2021
ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. სკოლაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, სასწავლო დაწესებულების შენობაში, განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება დაცული. 

„ჩვენო მონატრებულო, მიზანდასახულო მოსწავლეებო, მშობლებო, მასწავლებლებო დისტანციურ რეჟიმში ყოველდღიურად თვალ-ყურს ვადევნებდით თქვენს მუშაობას, ვხედავდით თქვენს ხალისიან და ხარისხიან მუშაობას, ძალდატანებისა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მაღალ და დადებით მოლოდინებს, მხარდაჭერას, კეთილგანწყობას, ურთიერთპატივისცემას და ურთიერთგაგებას, თანამონაწილეობით მიღებულ სიამოვნებას. მადლობა ყველას ერთობლივი შრომისთვის. სასკოლო სივრცეში სწავლა იწყება - რეალური, ყოველდღიური მუშაობა.

სრულად იქნება დაცული სწავლა-სწავლების პროცესში სამინისტროს რეკომენდაციები.

ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს, საქმიანობაში წარმატებებს გისურვებთ. უფალი ფარავდეს ჩვენს ერს, სრულიად საქართველოს, მთელს დედამიწას“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203