„გილოცავთ სწავლის გაგრძელებას სკოლის შენობაში“ - თბილისის N60 სკოლამ სასწავლო პროცესი, რეკომენდაციების დაცვით, განაახლა
15-02-2021
თბილისის N60 საჯარო სკოლამ დღეს, 15 თებერვალს მოსწავლეები სრულიად უსაფრთხო გარემოში მიიღო.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დასაცავად, მთელი რიგი ღონისძიებები ჩაატარა.

სკოლის დირექციის ცნობით, covid-19-ზე გაიტესტა პერსონალი და ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

„დამუშავდა ყველა საკლასო ოთახი (მაგიდები, სკამები, ფანჯრის რაფები, ყველა ინვენტარი, კარის სახელურები), დერეფანი, სველი წერტილები, კიბის უჯრედები, კიბის მოაჯირები, სპორტული დარბაზები, შემოსასვლელი.

გამოყენებული იქნა სადეზინფექციო საშუალება „ლიზოფორმინ 3000“ 2% სამუშაო ხსნარი (გერმანული წარმოება). მთლიანი შენობა დალაგდა და დასუფთავდა. ძვირფასო ბავშვებო, გილოცავთ სწავლის გაგრძელებას სკოლის შენობაში. სკოლის დირექცია და მასწავლებლები წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203