ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკის ოლიმპიადაში წარმატება მოიპოვეს
15-02-2021
ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოლიმპიადაში - „ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველა მოსწავლისთვის“ მიიღეს მონაწილეობა.
სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მე-7-მე-8 კლასის მოსწავლეების კატეგორიაში, 1-ლი ადგილი დაიკავა და შესაბამისად, 1-ლი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ ონიანი.
მე-7-მე-8 კლასის მოსწავლეების კატეგორიაში, მეორე ადგილი ერგო და შესაბამისად, მე-2 ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი ონიანი.
მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეების კატეგორიაში მიღწეული წარმატებისთვის, დიპლომი გადაეცა მე-9 კლასის მოსწავლეს, ნინო გულბანს.
მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეების კატეგორიაში მიღწეული წარმატებისთვის კი, სიგელით მე-9 კლასის მოსწავლე სოლომონ ონიანი დაჯილდოვდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს