საკობიანოს საჯარო სკოლის მოსწავლე, „ეტალონის“ ONLINE ინტელექტუალური კონკურსის მეორეადგილოსანი - ქეთი ბაიდაური დაჯილდოვდა
15-02-2021

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლემ, ქეთი ბაიდაურმა ონლაინ-თამაშში -„საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“ მეორე ადგილი დაიკავა. 

მოსწავლეს „ეტალონის“ ONLINE ინტელექტუალურ კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დიპლომი გადაეცა.

„პროექტი უდავოდ განსხვავებული იყო და ასევე ორიგინალურად წარიმართა. მიხარია, რომ „საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“-ის პირველივე გადაცემაში მივიღე მონაწილეობა და ამ ისტორიულ დღეს, საკუთარი წვლილი შევიტანე. პროექტი საინტერესო და შემეცნებითი იყო, თუმცა მეორე ადგილს ნამდვილად არ ველოდი და ძალიან გამიხარდა“, - აღნიშნავს სკოლის მოსწავლე. 

31 იანვარს, „ეტალონმა“ უპრეცედენტო პროექტი დაიწყო - ონლაინ-თამაში -„საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“, რომელიც „ზუმის“, „ეტალონის“ კითხვების მეთოდოლოგიისა და izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების შერწყმის საფუძველზე შეიქმნა.

პროექტმა პირველივე დღეს დიდი დაინტერესება გამოიწვია, რაზეც მონაწილეთა რაოდენობა მეტყველებს - კონკურსში 64 აბიტურიენტი ჩაერთო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203