ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს იანვრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერადაც, მეხუთეკლასელმა ეკა ფილიშვილმა და მერვეკლასელმა ლევან ფილიშვილმა იანვრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და ბრინჯაოს დიპლომები დაიმსახურეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.