ქსნის საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო კლუბი „ალქიმიკოსი‘‘ შეიქმნა - გაეცანით კლუბის მიზნებს
07-11-2017
ქსნის საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო კლუბი „ალქიმიკოსი‘‘ შეიქმნა. კლუბი მიზანია მოსწავლეს გაუჩინოს ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ, განუვითაროს ბუნებისმეტყველებისათვის საჭირო ელემენტარული კვლევა-ძიებითი და მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების უნარ-ჩვევები.
კლუბის დამფუძნებელი ქიმიის მასწავლებლი დოდო ჭოტორლიშვილი აღნიშნავს, რომ კლუბი „ალქიმიკოსი“ ორი წლით დაფუძნდა: „კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, კლუბის წესდება. მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა, გააცნობიერებინოს მეცნიერების როლი და ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობა კაცობრიობის პროგრესისათვის. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის VIII-XII კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია.“