საბეჭისის საჯარო სკოლის მოსწავლემ, თამარ ხინიკაძემ izrune.ge-ს იანვრის შემაჯამებელ ტესტში დიპლომი დაიმსახურა
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერადაც, მე-5 კლასის მოსწავლემ, თამარ ხინიკაძემ იანვრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და დიპლომი დაიმსახურა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.