
2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის, ჟახუნდერის საჯარო სკოლისთვის წარმატებით დაიწყო და პედაგოგიურ საზოგადოებას შეუძლია იამაყოს საკუთარი მოსწავლეების მიღწევებით.
„გილოცავ, შენ გახდი საუკეთესო“ - ეს შეტყობინება ალ. ონიანის სახელობის, ლენტეხის მუნიციპალიტეტის, ჟახუნდერის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ, გაბრიელ ონიანმა რამდენიმე დღის წინ მიიღო. იგი მონაწილეობდა სახალისო მათემატიკის ოლიმპიადაში, 50-დან 40 ქულა მოიპოვა და გახდა საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის წევრი.
„გაბრიელის მასწავლებელი ნანა ლექვინაძე გახლავთ, რომელმაც მოსწავლეს წარმატება მიულოცა და წინსვლა უსურვა. მილოცვას ჟახუნდერის საჯარო სკოლის დირექციაც უერთდება და ამაყობს მისი მიღწევებით“ - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო