აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ ONLINE ინტელექტუალურ კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ელენე გამილაღდიშვილი და ლევან დანელაშვილი ონლაინ-თამაშში -„საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.მოსწავლეებს „ეტალონის“ ONLINE ინტელექტუალურ კონკურსში მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცათ.
31 იანვარს, „ეტალონმა“ უპრეცედენტო პროექტი დაიწყო - ონლაინ-თამაში -„საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“, რომელიც „ზუმის“, „ეტალონის“ კითხვების მეთოდოლოგიისა და
izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების შერწყმის საფუძველზე შეიქმნა.
პროექტმა პირველივე დღეს დიდი დაინტერესება გამოიწვია, რაზეც მონაწილეთა რაოდენობა მეტყველებს - კონკურსში 64 აბიტურიენტი ჩაერთო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
იხილეთ ფოტო