წალენჯიხის N3 სკოლის მოსწავლეს, ლუკა სონგულიას „ეტალონის“ ONLINE ინტელექტუალურ კონკურსში მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა
12-02-2021
წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა სონგულია ონლაინ-თამაშში - საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.

მოსწავლეს „ეტალონის“ ONLINE ინტელექტუალურ კონკურსში მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა.

31 იანვარს, „ეტალონმა“ უპრეცედენტო პროექტი დაიწყო - ონლაინ-თამაში -„საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“, რომელიც „ზუმის“, „ეტალონის“ კითხვების მეთოდოლოგიისა და izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების შერწყმის საფუძველზე შეიქმნა.

პროექტმა პირველივე დღეს დიდი დაინტერესება გამოიწვია, რაზეც მონაწილეთა რაოდენობა მეტყველებს - კონკურსში 64 აბიტურიენტი ჩაერთო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203