კერძო სკოლა „სხივში“ მკითხველთა კლუბი შეიქმნა
12-02-2021
2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრი საინტერესო და ახალი ამბებით დაიწყო მარტვილში, კერძო სკოლა „სხივში“.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ანანო კარტოზიამ, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად, „მკითხველთა კლუბი“ შექმნა.

აღსანიშნავია, რომ პირველი, ოფიციალური შეხვედრა, რომელსაც სკოლის ადმინისტრაციაც დაესწრო, უკვე შედგა და განიხილეს ლინდა მალალი ჰანთის „თევზი ხეზე“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნში წამოჭრილ ძირითად საკითხებზე, პრობლემებზე და გამოთქვეს საინტერესო შეხედულებები.
შემაჯამებელი ბლოკი კი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„მკითხველთა კლუბის“ წევრებმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს დამაჯერებლად და ამომწურავად უპასუხეს.
„ბავშვებმა, ნამდვილად, შესაშურად იყოჩაღეს და წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას! პირველმა შეხვედრამ დაამტკიცა, რომ იდეამ გაამართლა! გაგრძელება იქნება, უფრო მიმზიდველი და რაც მთავარია - ლიტერატურული!“ - აღნიშნულია სკილა „სხივის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203