არეშფერანის საჯარო სკოლა მოსწავლეებისა და მასწავლებლების უსაფრთხოებისთვის რეგულაციებს ზედმიწევნით იცავს
12-02-2021

მას შემდეგ, რაც თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლების გარდა, საქართველოს დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. პედაგოგებსა და სკოლის პერსონალს აქვს ვალდებულება, ყოველ ორ კვირაში ერთხელ ჩაიტაროს კოვიდზე ტესტი.

ამ მხრივ გამონაკლისი არც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, არეშფერანის საჯარო სკოლა გახლავთ, რომლის თანამშრომლებმაც, უკლებლივ, გაიარეს კოვიდტესტირება და მეტად სასიხარულო ინფორმაციასაც ავრცელებენ - ყველა პასუხი უარყოფითია!

„10 და 11 თებერვალს, სკო​ლის სრული თანამშრომლები (მათ შორის დარაჯი, მძღოლი და დამლაგებლებიც) დაიტესტნენ კოვიდ 19-თან დაკავშირებით. სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ არც ერთ პედაგოგსა თუ თანამშრომელს  აღნიშნული ვირუსი არ დაუდასტურდა. სკოლა აქტიურად განაგრძობს დასწრებული ცხრილით მუშაობას და მოსწავლეებისა თუ საკუთარი უსაფრთხოებისათვის ყველანაირ ნორმებს ზედმიწევნით იცავს“, - აღნიშნულია არეშფერანის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203