საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ისტორიულ კონკურსში მონაწილეობდნენ
12-02-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის, საყუნეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. VI კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელიც მაია ავეტისიანი გახლავთ, ისტორიის პედაგოგის - მაია ნათენაძე-გელაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების მიერ, მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლის იუბილეს ფარგლებში გამართულ კონკურსში „მეფე ერეკლე - ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია".

საყუნეთის საჯარო სკოლის Vi კლასის მოსწავლემ, რატი კოჩიტოვმა, წარმატებით გაართვა თავი საკონკურსო საკითხებს და მას გადაეცა საჩუქრები - დიპლომი წარმატებული მონაწილეობისთვის.

„ემოციების გარეშე დაჯილდოებას არ ჩაუვლია, რატის თვალზე სიხარულის ცრემლიც კი მოადგა; მეგობრებმა და მასწავლებლებმა მას წარმატება მიულოცეს და უსურვეს წინსვლა ცხოვრების გზაზე“, - აღნიშნულია ახალციხის მუნიციპალიტეტის, საყუნეთის საჯარო სკოლის საქმისმწარმოებლის, ნატო დვალაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203