ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ნემსაძემ izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი დაიმსახურა
12-02-2021
ეს წარმატებული, საამაყო გოგონა - მარიამ ნემსაძეა, რომელმაც შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი დაიმსახურა და ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლა ასახელა! საზრიანი მარიამი მეხუთე კლასის ბეჯითი მოსწავლეა! 

„მარიამი ზოგადად წარჩინებული მოსწავლეა. მისი ინტერესი მრავალფეროვანია. დადის ასევე მუსიკალურ სკოლაში სადაც ვიოლინოზე დაკვრას შეისწავლის. იქაც წარმატებული მოსწავლეა. რომ კითხოთ „რა უნდა რომ გამოვიდეს“ ჯერ არჩევანს ვერ აკეთებს რადგან, ყველაფერი სურს რომ „იყოს“. ბავშვებს ურჩევს, რომ ამ პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულები.. ასეთი ჩაკეტილობის ფონზე, ეს ყველაზე კარგი საშუალებაა შეამოწმო შენი ცოდნა“, - გვწერს, მარიამის განსაკუთრებულად მზრუნველი მშობელი.

11 თებერვალს izrune.ge-ზე „წიგნიერების ხუთშაბათის“ დღე იყო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203