განმუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ესეების კონკურსში გაიმარჯვეს
12-02-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ, ესეების სასკოლო კონკურსში, სახელწოდებით „მეფე ერეკლე - ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ გაიმარჯვა.

1-ლი ადგილი მე-12 კლასის მოსწავლემ, თეკლე შენგელიამ (ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი შორენა ნაყოფია) დაიკავა. მე-2 ადგილი კი, მე-11 კლასის მოსწავლეს, ლევან ახალაიას (ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ელზა უბილავა) ერგო.

კონკურსი, რომელიც  კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა  ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა, მეფე ერეკლეს დაბადებიდან 300 წლის იუბილეს მიეძღვნა. 

„განმუხურის საჯარო სკოლის პედაგოგები წარმატებებს უსურვებენ მოსწავლეებს მომავალშიც“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203