
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ მიმდინარეობს.
სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სახალისო აქტივობა - „ვინ ვარ მე“ განახორციელეს.
მათივე ცნობით, პროექტი მიზანად მოსწავლეებსა და თემში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს.
იხილეთ ფოტოები: