
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისის საჯარო სკოლის მოსწავლე, ანა სუხიტაშვილი ონლაინ-თამაშში -„საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
მოსწავლეს „ეტალონის“ ONLINE ინტელექტუალურ კონკურსში მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა.
31 იანვარს, „ეტალონმა“ უპრეცედენტო პროექტი დაიწყო - ონლაინ-თამაში -„საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“, რომელიც „ზუმის“, „ეტალონის“ კითხვების მეთოდოლოგიისა და izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების შერწყმის საფუძველზე შეიქმნა.