
ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგმა, ნუკრი კარკაძემ მე-9 კლასის მოსწავლეებს შემოქმედებითი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაუტარა.
სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პედაგოგი მოსწავლეებს მუსიკის მნიშვნელობასა და ზეგავლენაზე ესაუბრა.
“მუსიკა მნიშვნელოვან და სასიამოვნო გავლენას ახდენს მსმენელზე. იგი გვამშვიდებს, აღგვაფრთოვანებს, განწყობას გვიმაღლებს, შთაგონების წყაროდ გვექცევა და შესაძლოა, თვალზე ცრემლიც კი მოგვგვაროს. მას სამკურნალო მიზნებისთვისაც იყენებენ.
მუსიკის უკიდეგანო შესაძლობლებებში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ჩვენი სკოლის უნიჭიერესმა პედაგოგმა ნუკრი კარკაძემ, მე-9 კლასში ჩატარებული გაკვეთილით, რომელიც ძალზედ საინტერესოდ და შთამბეჭდავად წარიმართა.
მადლობა ნუკრი მასწავლებელს და მის უნიჭიერეს მოსწავლეებს სასიამოვნო და მრავლისმთქმელი გაკვეთილისთვის“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: