მოხისის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
12-02-2021
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის V კლასი წიგნის საჯაროდ კითხვის დღის აღნიშვნას შეუერთდა.
მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობიდან „იავნანამ რა ჰქმნა“ ნაწყვეტები წაიკითხეს.
„კლასის დამრიგებელმა კი, მოსწავლეებს ჰ.ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი“-დან რამდენიმე გვერდი გააცნო და შეთანხმდნენ, ყოველ კვირას სადამრიგებლო საათზე კითხვა განაგრძონ“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.