„სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი იქნება დაცული“-თბილისის N61 სკოლის მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდათ
12-02-2021
თბილისის N61 საჯარო სკოლაში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება ჩატარდა.
სკოლის ინფორმაციით, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 20%-ს სავალდებულო სისტემატური PCR ტესტირება ჩაუტარდა, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები ე.წ. სწრაფი ტესტით შემოწმდნენ.
მათივე ცნობით, სკოლის თანამშრომლებს COVID-19 არ დაუდასტურდათ.
„სკოლის მოვლა-პატრონობისა და დალაგება-დასუფთავების მიზნით გატარდა ყველა ღონისძიება;
სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი იქნება ზედმიწევნით დაცული, რათა სკოლა იყოს უსაფრთხო ადგილი მოსწავლეებისა და მომუშავე პერსონალისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს