
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში თემაზე - „მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება“ ლექცია ჩატარდა.
მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებისათვის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლებმა ეკა არველაძემ, ანა ჯავახაძემ და გიორგი ქავთარაძემ გააკეთეს პრეზენტაცია თემაზე - მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება.
მათ ამომწურავად უპასუხეს მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს.
იხილეთ ფოტოები