ეკატერინე დგებუაძემ სწავლის განახლების შესახებ განცხადება გააკეთა - სკოლები ვალდებულნი არიან დააორგანიზონ სასწავლო პროცესი
12-02-2021

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სწავლა 15 თებერვლიდან გაგრძელდება. სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ განათლების სამინისტრომ განახლებული რეკომენდაციები უკვე გაუგზავნა ყველა ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებას. სკოლები ვალდებულნი არიან, ინფორმაცია მიაწოდონ მშობლებს, როგორც სასწავლო პროცესთან, ისე სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით.

„სკოლები ვალდებულნი არიან დააორგანიზონ სასწავლო პროცესი. მოსწავლეები V კლასიდან ზევით, ვალდებულნი არიან, ატარონ პირბადე. ასევე, რეკომენდაცია მიეწოდა სკოლებს სსსმ მოსწავლეებთან დაკავშირებით, სკოლა იღებს გადაწყვეტილებას და იგი თავისუფლდება პირბადის ტარებისგან.

მეორე საკითხი, რომელსაც დგებუაძე შეეხო, მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ტესტირებაა: „მასწვალებლებისა დ ადმინისტრაციული პერსონალის სისტემური ტესტირება, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და ყველა ორ კვირაში ერთხელ ეს პროცესი გაგრძელდება.

რაც შეეხება სკოლების მზაობას, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სკოლები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსით, ხოლო დიდი ქალაქების მოსწავლეთა მშობლებს აქვთ უფლება აირჩიონ დისტანციური სწავლება; ამ შემთხვევაშიც გამონაკლისია სსსმ მოსწავლეები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლებენ ონლაინ-სწავლების არჩევას.  

ასევე, რისკჯგუფში შემავალ მასწავლებლებს შეუძლიათ მიმართონ დირექციას და მათი საგანი შეიძლება გადავიდეს დისტანციურ სწვალებაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203