ქუთაისის N12 სკოლის მეორე კლასის მოსწავლეს ბარბარე ჩიხლაძეს izrune.ge -ს ტესტში ბრწყინვალე შედეგი აქვს
11-02-2021
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი. ტესტებში ბრწყინვალე შედეგი მოიპოვა მეორე კლასის მოსწავლემ ბარბარე ჩიხლაძემ.

„გამარჯობა! მე ვარ ბარბარე ჩიხლაძე, ქალაქ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე. მადლობა თქვენ, რომ ვირუსის გამო სახლში მყოფ ბავშვებს გვაძლევთ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას. ძალიან მომეწონა ჰიგიენის საკითხები რომ დაამატეთ, ნამდვილად საინტერესო იყო. ჩემი პატარა დაიკო მისმენს და ბევრ რამეს სწავლობს თქვენი ტესტებიდან“, - ამბობს ბარბარე.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203