„სკოლაში ყოველი დღე ერთმანეთზე უკეთესია“-საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ
11-02-2021

„2021 წელს ყველაზე ძალიან სკოლაში დაბრუნება გამიხარდა“... - ასე გამოხატეს სიხარული  ბოლნისის მუნიციპალიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ და ეს 2021 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასეს.

მეოთხეკლასელები საკუთარ ემოციებზე ვიდეორგოლში საუბრობენ და მშობლიურ სკოლაში დაბრუნებას ასე ეხმაურებიან:

„სკოლაში გატარებული ყოველი დღე ერთმანეთზე უკეთესია“... „ამ ხნის მანძილზე ძალიან მენატრებოდა სპორტული მოედანი და მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაში“... „მე მომენატრა მუსიკის გაკვეთილი. მარიკა მასწავლებელო, მიყვარხარ“... „2021 წელს ყველაზე ძალიან სკოლაში დაბრუნება გამიხარდა“... – ამბობენ პატარები, რომლებმაც უყვართ მშობლიური სკოლა, რადგან იციან, რომ „აქ სიყვარულია“.

ვიდეორგოლი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203