„გონების სავარჯიშო და ნაყოფიერად დახარჯული დრო“- ოზურგეთის N4 სკოლის I კლასის მოსწავლემ გიგი ჩხაიძემ izrune.ge -ს ტესტი ბრწყინვალედ გაიარა
11-02-2021
ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის,  მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი. აღსანიშნავია, რომ I კლასის მოსწავლემ გიგი ჩხაიძემ izrune.ge - ს ტესტები ბრწყინვალედ გაიარა.

„მე გიგი ვარ ჩხაიძე, ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლე. მიყვარს გონების სავარჯიშო სათამაშოები და გასართობები.  პირველად გავაკეთე izrune.ge - ს ტესტები და ძალიან მომეწონა. ჩემს თანაკლასელებსაც გავუზიარებ, ისინიც რომ ჩაერთონ. რადგან ეს ტესტები არის, როგორც გონების სავარჯიშო, ასევე ნაყოფიერად დახარჯული დრო. ბუკთან ყოფნისთვის საუკეთესო მიზეზი იქნება ჩემთვის ამიერიდან izrune.ge - ს ტესტები“, - ამბობს გიგი ჩხაიძე.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...