
თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო კონკურსში წარმატებული მონაწიელობისთვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
„სასკოლო კონკურსში „მიულოცე მეფეს“ წარმატებით მონაწილეობისთვის ჩვენი სკოლის მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ დიპლომები.
შეგახსნებთ, რომ ზემო აღნიშნული კონკურსი მიეძღვნა მეფე ერეკლეს დაბადებიდან 300 წლის იუბილეს. სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს წინსვლას", - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილებამ, სამინისტროსთან კოორდინაციით, განახორციელა მეფე ერეკლეს 300 წლის იუბილეს ფარგლებში დაგეგმილი სასკოლო კონკურსები: სკოლის დაწყებითი საფეხურისათვის კონკურსს „მიულოცე მეფეს“, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურისათვის ესეების კონკურსს „მეფე ერეკლე - ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“.
იხილეთ ფოტოები: