
ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
„ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიადაში - „ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველა მოსწავლისთვის“. პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ ონიანი; მე-2 ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი ონიანი მე-8 კლასი; დიპლომი გადაეცა მე-9 კლასის მოსწავლეს ნინო გულბანს. ასევე სიგელი გადაეცა მე-9 კლასის მოსწავლეს - სოლომონ ონიანს.
აღნიშნული მოსწავლეების მასწავლებელია ია დევდარიანი“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები