
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, რეგულაციების სრული დაცვით, მიმდინარეობს.
სკოლაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნით, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ყველა რეგულაცია დაცულია.
„ზედა ვანის საჯარო სკოლაში შექმნილია უსაფრთხო გარემო საკლასო ოთახებში სწავლებისათვის, ვიცავთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაიდლაინით მოწოდებულ ყველა რეკომენდაციებს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები