
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას მომზადებული შეხვდა.
სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, რეგულაციების დაცვით, მიმდინარეობს.
„1-ლი თებერვლიდან ჩვეულებრივად დავიწყეთ სასწავლო პროცესი. სკოლა მომარაგებულია სადეზინფექციო საშუალებებით, პირბადეებით, დიზობარიერებით, საპირფარეშოებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა ნორმალურია, საკმარისი რაოდენობის შეშა გვაქვს საკლასო ოთახების გასათბობად. მოსწავლეებს ყოველდღიურად უტარდებათ თერმოსკრინინგი. სკოლაში არ დაფიქსირებულა კორონავირუსის არცერთი შემთხვევა“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.