მასწავლებელთა ნაწილს კოვიდ-ტესტირების ჩატარება არ მოუწევს - რა შემთხვევაში აიცილებთ ამ პროცედურას თავიდან
12-02-2021

მასწავლებლებმა და სკოლის პერსონალმა ორ კვირაში ერთხელ კოვიდ-ტესტირება უნდა გაიარონ - ასეთია ჯანდაცვის უწყების მიერ დაწესებული რეგულაცია. თუმცა დაგვეთანხმეთ, კოვიდზე ტესტის ჩაბარება არცთუ სასიამოვნო პროცესია და მით უმეტეს, ორ კვირაში ერთხელ. გარდა ამისა, არის მასწავლებლების კატეგორია, რომელთაც კორონავირუსი უკვე ჰქონდათ და საინტერესოა, მათაც თუ მოუწევთ ტესტირება იგივე ინტენსივობით?

როგორც გავარკვიეთ, პედაგოგებს, რომელთაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ, აღარ ეხებათ ტესტირება, თუ შესაბამის საბუთს - ფორმა N100-ს წარადგენენ; ამ საბუთის აღება პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს მათთვის, ვინც ვირუსის მიმდინარეობისას, აღრიცხვაზე დააყენეს და ტესტიც ჩაბარებული აქვს; მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ხშირად, ოჯახში თუ ერთ წევრს ჰქონდა კორონა, დანარჩენები ტესტს აღარ იკეთებდნენ.

ასეთ დროს, მასწავლებელმა ანტისხეულებზე ანალიზი უნდა ჩაიტაროს, რომელიც 50 ლარი ღირს. ამ საბუთის წარდგენის შემდეგ, იგი ყოველკვირეული ტესტირებიდან მოიხსნება. იგივე პროცედურები უნდა გაიაროს მაშინაც, როდესაც კორონავირუსის გადატანიდან სამ თვეზე მეტია გასული - ასეთ დროს, ფორმა N100 ნამდვილად არაა საკმარისი და ანტისხეულებზე ანალიზის ჩაბარებაა საჭირო.

ასე რომ, მასწავლებლები, რომელთაც კორონა გადაიტანეს, ყოველ ორ კვირაში ერთხელ კოვიდზე ტესტს არ ჩააბარებენ, თუ ექნებათ შესაბამისი ფორმა N100 ან წარადგენენ ანალიზის პასუხს ანტისხეულებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, 14 დღეში ერთხელ ტესტის ჩაბარება მოუწევს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203