ზედა წინსვლის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღნიშნეს
11-02-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა წინსვლის საჯარო სკოლის მე-9 კლასელებმა, ისტორიის მასწავლებლის მაყვალა გორგოშაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სახელოვანი მეფის დავით lV აღმაშენებლის ხსენების დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა აღწერეს სახელოვანი მეფის მეფობა და ღვაწლი. შექმნეს მინი- კარტოგრაფიული რუკა, რომელშიც აღნიშნული იყო დავითის დროინდელი საქართველოს ტერიტორიები და სტრატეგიული ადგილები, წაიკითხეს ანა კალანდაძის ლექსი - „ფეხი დამადგით“.

„პანდემიის რეგულაციების დაცვით მაინც მოვახერხეთ დავითობის აღნიშვნა“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნატალია კეჭაყმაძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203